თანამედროვე სამყაროში მოდის შთამაგონებელი პერსონა რომ გახდე, მხოლოდ ბლოგის მართვა და ინსტაგრამის მიმყოლთა შედარებით დიდი რაოდენობა საკმარისი არაა, არსებობს ის უნიკალური მახასიათებლები, რის გამოც ადამიანების აღტაცებულ თვალყურს იმსახურებ. Forbes-მა ასეთი ადამიანები შეისწავლა და ყურადღება მიაქცია იმათ, ვისაც ინტერნეტში ამოუხსნელი ძალაუფლება აქვს, ეს კი ძირითადად 2010 წლამდე შექმნილ ბლოგებს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ათ ადამიანს სოციალურ ქსელში შესაძლოა სხვებზე ნაკლები მიმდევარიც ჰყავდეს, ახერხებენ იმდენს, რომ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობენ, საკუთარ მოდის ხაზს ავითარებენ და თავადაც ჰქვიათ "ბრენდი".
#10 ბრაიან იამბაო
@bryanboycom
როცა 2004 წელს ბრაინმა ბლოგერობა დაიწყო, ვერც კი წარმოიდგენდა თუ ეს მას მსოფლიო მოდის კვირეულებზე პირველ რიგში ჯდომას მოუტანდა. იამბაოს კოლაბორაციები აქვს "პრადასთან"; "გუჩისთან" და "ვალენტინოსთან".
#9 ეიმი სონგი
@songofstyle
ბლოგი სტილის შესახებ 2008 წელს დაარსა. საკუთარი მოდის ხაზი არ აქვს, თუმცა კოლაბორაციით შექმნილი სათვალეები 20 წუთში გაიყიდა. ეიმის სტილის შესახებ წიგნიც აქვს დაწერილი Capture your style, რომელიც ინტერნეტში ხელმისაწვდომია.
#8 ნიკოლეტ მესონი
@nicolettemason
#7 სუზანა ლაუ
@susiebubble
ბლოგს 2006 წლიდან აწარმოებს, სხვადასხვა პროექტებით 13 000 $-ს გამოიმუშავებს.
#6 ჯენ იმი
@imjennim
ჯენი ლოს-ანჯელესიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მოდის ინდუსტრიაში.
#5 გაბი გრეგი
@gabifresh
ინტერნეტ სივრცეში 10 წლის წინ გაჩნდა, თუმცა პოპულარული 2012წელს გახდა.
#4 ჯულია ენგელი
@juliaengel
2011 წლიდან დაწყებული ბლოგერობა ცნობილ სარეკლამო კამპანიებში გადაიზარდა.
#3 დანიელ ბერშტეინი
@weworewhat
ბერშტეინს ინსტაგრამის პოსტებით გარეკლამებისთვის 20 000 დოლარამდე უხდიან.
#2 ლეანდრა მედინი
@leandramcohen და @manrepeller
ლეანდრა მოდაზე, სტილსა და პოპ კულტურაზე გასაოცრად მარტივი ტექსტებით წერს.
#1 კიარა ფერანი
@chiaraferragni
2015წელს საკუთარი საქმიანობით კიარას შემოსავალმა 9 მილიონ დოლარს მიაღწია.