სუპერმოდელი სამსახიობო კარიერას აქტიურად ავითარებს, თუმცა პარარელურად წიგნის წერითაც დაკავდა. ახლახან კარა დელევინმა ლონდონში სადებიუტო ნაშრომის Mirror Mirror პრეზენტაცია ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ 25 წლის ლამაზმანი ღონისძიებაზე რადიკალურად შეცვლილი იმიჯით გამოჩნდა, ქერათმიანმა მოდელმა თმა წაბლისფრად შეიღება. დელევინმა მისთვის მნიშვნელოვანი საღამოსთვის დევიდ კომას კაბა მოირგო, რომელიც 2017 წლის საშემოდგომო კოლექციიდანაა და რომლის ღირებულებაც 2292 ფუნტია.
"თინეიჯერებთან ყოველთვის მქონდა კონტაქტი. გოგონები, რომლებიც მწერენ, რომ ვერ ერკვევიან ფიქრებში, პრობლემები აქვთ მეგობრებთან და ა.შ, ბედნიერს მხდიდა იმ მხრივ, რომ შემეძლო მათ გვერდით ვყოფილიყავი და მხარი დამეჭირა. დიდი ძალაუფლებაა მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარო და მათ ბედნიერებაში წვლილი შეიტანო."-განაცხადა მსახიობმა ნოველის წერის მოტივების შესახებ. კარა უკანასკნელ ინტერვიუებში მოდის გამოცემებს საკუთარ თინეიჯერულ წლებზე ესაუბრა. ცხოვრების ეს პერიოდი მისთვის დიდ ტანჯვას და ბევრ ტირილს უკავშირდება. ახლა, წიგნის მეშვეობით სხვებს ამის გადალახვაში ეხმარება.