პარიზის მოდის კვირეულის უკანასკნელ დღეს "შანელი" აგვირგვინებს. კარლ ლაგერფელდმა ახალი კოლექციის საჩვენებლად გრან-პალეს დარბაზი აირჩია. ფრანგული კლასიკა ლეგენდარულმა ბრენდმა პლასტიკურ ფორმაიშ მოაქცია - სამოსი გამჭვირვალე მასალით საგულდაგულოდ იყო შეფუთული. საწვიმარები გარშემო შექმნილ მდგომარეობასაც უსვამდა ხაზს - მოდელებმა ჩანჩქერის გვერდით გაიარეს.
თუმცა საწვიმარი ხანდახან სამოსსაც ანაცვლებს. პლასტიკური მასალით დამზადდა ქუდებიც, რომლებიც ფორმით ერთგვარ ქოლგის ფუნქციას ასრულებენ. გამჭვირვალე ფეხსაცმელები, ჩანთები თუ ხელთათმანები ატარებდა მესიჯს: "არაფერია დასამალი".
შოუ კაია გერბერმა გახსნა
სინდი კროუფორდის და მონიკა ბელუჩის იმიჯი შოუზე