სინდი კროუფორდი წლების განმავლობაში წარმოადგენდა საათების ბრენდის, Omega-ს სახეს. ახლა, სუპერმოდელს მთელი ოჯახი შეუერთდა: რენდი, კაია და პრესლი გერბერები. სარეკლამო სახეების ოფიციალური გამოსვლა ბრენდის პრეზენტაციაზე შედგა, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. კაიამ Philosophy di Lorenzo Serafini-ს კაბა მოირგო. პრეზენტაციის ბოლოს სინდიმ ინსტაგრამზე განაცხადა: "ომეგასთან" დიდი ხნის ახლო მეგობრობა მაკავშირებს, ახლა ამას ჩემ ოჯახთან ვიყოფ. ერთი სული მაქვს როდის გაგიზიარებთ ახალ ფოტოებს, რომელიც კამპანიისთვის შევქმენით."