დემნა გვასალია საკუთარი ბრენდის, Vetements-ის ჩვენებების გამართვაზე უარს ამბობს, თუმცა Balenciaga-ს ახალ კოლექციებს პარიზის მოდის კვირეულზე აქტიურად წარადგენს. მოდის საზოგადოებაში შოუმ გაოცება გამოიწვია, რადგანაც დიზაინერმა მათ ახალი უცნაური დეტალები წარმოუდგინა. გაზეთი კაბაზე, პოლიეთილენის ქურთუკები და პრინტის ფართო ასპექტი: ახალ კოლექციაში აღმოსავლეთის ესთეტიკისა და სოციოლოგიური ექსპერიმენტების შერწყმას ვხვდებით.