ამერიკული Vogue ბრენდ Vetements-ის ხელმძღვანელისა და დემნა გვასალიას ძმის, გურამ გვასალიას ინტერვიუს აქვეყნებს. გურამი ჟურნალისტთან საუბარში სხვადასხვა ბრენდს მიმოიხილავს, საუბრობს მათთან შექმნილ კოლაბორაციებზე და საიდუმლო პროექტებზე. სწორედ გურამის დახმარებით შეძლო ბრენდმა ამხელა წარმატების მიღწევა და კარიერის სწრაფი განვითარება. გვასალია აცხადებს, რომ მეტ კოლაბორაციაზე აღარ იმუშავებენ, რადგანაც ეს მეინსტრიმი ხდება.
"ტომი ჰილფიგერი წინა ზამთარს ნიუ-იორკში გამაცნეს და საინტერესო საუბარი გქვონდა. ადრე რომ შევხვედროდით, როცა ჩვენ კოლაბორაციების სეზონი გვქონდა, აუცილებლად შევქმნიდით რაიმე საერთოს. ჩემი და ტომის შესახებ დემნას ვესაუბრე და რამდენიმე კვირის შემდეგ მან კოლექცია წარმომიდგინა, თურმე პარარელურად ამაზე მუშაობდა. ტომი აღტაცებული დარჩა და სამოსი სეზონის ყველაზე განხილვადი ნივთი გახდა."
"Ikea-სთან დისკუსია გვქონდა, საერთო პროექტის შექმნა გვსურდა და სანამ შევთანხმდებოდით, დემნამ შოუზე ერთ-ერთი ნიმუში მოირგო. პაპარაცებმა ფოტო გადაუღეს, რომლემაც მთელი ინტერნეტი მალევე მოიცვა და „იკეა“ პოპულარული გახდა. ამის გამო კონტრაქტის პირობები ვეღარ შევათანხმეთ და კოლექციაც ვერ გამოვუშვით."
"ყველაზე განხილვადი პროექტი მაინც DHL-ის მაისურები იყო. მხოლოდ 250 მაისური გამოვუშვით და ამან მთელს მსოფლიოში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. DHL-ის ოფისს ვესტუმრე და მათ ხელმძღვანელს ვესაუბრე. არ ვიცოდით რა გამოხმაურებას მოიპოვებდა სოციალურ ქსელში ეს საერთო მაისურები. ბევრმა ადამინმა DHL-ის მანქანების და სხვა ნაწარმის ფოტოების დადება დაიწყო და მათზე Vetements-ს თაგავდა. DHL ჩენთვის უფრო მეტია ვიდრე პარტნიორობა. ეს ხანგრძლივი მეგობრობაა."
"ერთი განსაკუთრებული კოლაბორაცია არ გასაჯაროვდა. ჩვენ Montblanc-თან ერთად ვიმუშავეთ და იდეალური კალამი შევქმენით. კლასიკური Montblanc-ის კალამი მეტალისაა და ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა - მხოლოდ 50 ცალი. ეს იყო Montblanc-ის პირველი კოლაბორაცია მოდის ბრენდთან."