ადრიანა ლიმამ განაცხადა, რომ Victoria's Secret-ს 40 წლის ასაკში დაემშვიდობება, რაც იმას ნიშნავს, რომ სუპერმოდელი ცნობილი ბრენდის შოუზე კიდევ 4 წლის განმავლობაში მიიღებს მონაწილეობას.
„ჩემი გეგმა ყოველთვის იქამდე დარჩენა იყო, სანამ ტანი მომცემდა საშუალებას. 40 წლამდე ბრენდს არ დავემშვიდობები, მაგრამ თუ შემეძლება კიდევ დარჩენა, დავრჩები.“
ლიმას ფიტნეს მწვრთნელი აცხადებს, რომ წლევანდელი შოუ წესით უკანასკნელი უნდა ყოფილიყო. ბრაზილიელი ლამაზმანი ბრენდში 1999 წლიდან მუშაობს. მაშინ ადრიანა მხოლოდ და მხოლოდ 18 წლის იყო. 2 წლის შემდეგ კი ოფიციალური „ანგელოზის“ სტატუსი მიიღო.
“Victoria's Secret -ის მოდის ჩვენებებში მონაწილეობა ძალიან დიდი გამოცდილებაა. გოგონები ძალიან სასიამოვნოები არიან და ერთმანეთის მიმართ კონკურენციას არ განივცდით.“-აცხადებს ლიმა.