ტრამპის საიმიგრაციო აკრძალვაზე პროტესტის გამოხატვის შემდეგ, ბელა ჰადიდი იმიგრაციაზე საუბარს აგრძელებს. აპრილში გოგონამ თამამად განაცხადა: „ამაყი ვარ, რომ მუსლიმი ვარ“ და საპროტესტო აქციებზეც მუდამ ჩნდებოდა.
“მამაჩემი ლტოლვილია. პალესტინიდან ამერიკაში ბავშვობაში ჩამოიყვანეს“-ჰყვება ახალ ინტერვიუში 20 წლის მოდელი-„აქ ჩამოსვლა მაშინაც რთული იყო მისთვის, მაგრამ ახლა ეს პროცესი 100-ჯერ გართულდა. მასევდიანებს ფაქტი, რომ ადამიანებს ერთმევათ შესაძლებლობა მოიწყონ ახალი ცხოვრება თავიანთი ოჯახებისთვის. საშინელებაა, როცა ერთი ადამიანი გიწყვეტს გქონდეს თუ არა უკეთესი ცხოვრება“
როცა ბელა და ჯიჯი ქუჩაში საპროტესტოდ გადიოდნენ, მათ მეგობრების ჯგუფი ახლდათ თან და არა მცველები. ორი ცნობილი ვარსკვლავისთვის, რომლებსაც პაპარაცები არ ასვენებენ, ეს ნაბიჯი ნამდვილად სარისკო იყო, მაგრამ ამით მონაწილეობის უდიდეს სურვილს გამოხატავდნენ.
„უბრალოდ მსურდა ვმდგარიყავი იმის დასაცავად, რასაც სწორად ვთვლი. დაცვით თუ დაცვის გარეშე, უნდა ვმდგარიყავი იმ ადამიანების გვერდით და გამომეხატა ის პოზიცია რისიც მწამს“
ბელამ ასევე განაცხადა, რომ მუჰამედ ჰადიდმა ოჯახისთვის ბევრი იმუშავა, რადგანაც ამერიკაში ცხოვრება არაფრიდან დაიწყეს. მან გაკვეთილი დედისგან, იოლანდა ჰადიდისგანაც ისწავლა, რომელიც ამერიკაში საცხოვრებლად ჰოლანდიიდან გადავიდა:
„დედაჩემი აქ 16 წლის ასაკში ჯიბეში 20 დოლარით გადმოვიდა. აღზრდისას ორივემ მასწავლა დოლარის ფასი“.
მოდელი მიშელ ობამასადმი სიყვარულსაც გამოხატავს: "ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალია, შთამაგონებელი, განათლებული, მშვენიერი... კარგი ცოლი, შესანიშნავი ქალი და არაჩვეულებრივი პიროვნება. ვფიქრობ ის იდეალური ქალის განსახიერებაა."
ბელა თანაგრძნობას ხშირად გამოხატავს. ბავშვობაში უცნობ ადამიანებს ხშირად ეხუტებოდა და სურს, რომ თავისი საქმით ყოველთვის ამოიღოს ხმა იმაზე, რაც აწუხებს.