ქართველი ახალგაზრდა მოდელი ცნობილი გამოცემების ფოტოსესიის გმირი ხშირად ხდება. ამჯერად, თაკო ნაცვლიშვილი ყაზახურმა Elle-მა გადაიღო. მან ფოტოგრაფ Alessio Migliardi-ის ფოტოობიექტივის წინ იპოზიორა. ჟურნალმა ფოტოსესიას ვიდეოც მიუძღვნა. მოდელს კადრებში "პრადას" კაბები აცვია.