მარია გრაცია კიურის ახალი კოლექცია ფემინისტური სულისკვეთებითაა გაჟღენთილი. პარიზის მოდის კვირეულზე, "დიორის" ჩვენება როდენის მუზეუმში შედგა: გამოქვაბულის სტილის ოთახში, სადაც სარკეებით გაფორმებულ ბოძებს სტალაქტიდების ფორმა ჰქონდათ. შოუ საშა პივაროვამ გახსნა, რომელსაც მაისურზე ცნობილი ფემინისტური ესეს სათაური ეწერა: "რატომ არ არსებობდნენ გამოჩენილი მხატვარი ქალები?" - სწორედ ამ თემამ მისცა მიმართულება მთელს კოლექციას.
"დიორი" მარკ ბოანის ეპოქას შეეხო: 30 წლის განმავლობაში, ბრენდის კრეატიული დირექტორის პოსტზე ბოანმა შეძლო კარდინალურად შეეცვალა "დიორის" სტილი და მას ახალი იდეა ჩამოუყალიბა: "ტანისამოსი რეალური ქალისთვის". მარია გრაცია კიურის ახალი კოლექცია სწორედ ბოანის კოლექციების შესწავლის გამოძახილია.