ზაფხული ნელ-ნელა გვემშვიდობება და დროა ჩვენც უარი ვთქვათ ფრიალა კაბებსა და თხელ მაისურებზე, მაგრამ ზამთრის სიცივეები არაჩვეულებრივ ალტერნატივას გვთავაზობს, თან ისე, რომ ფერად სამოსთან გამომშვიდობებაც არ დაგვჭირდება - სიცივეების სეზონზე ვარდისფერი ქურქებია მოდაში. არ აქვს მნიშვნელობა თქვენი ქურქი იქნება გრძელი თუ იქნება მოკლე, მთავარია იყოს ვარდისფერი და ლამაზი.
ღია ფერის ქურთუკი შეგიძლიათ ნებისმიერ სამოსთან მოიხდინოთ - ჯინსებთან და კედებთან ერთად ვარდისფერი ქურთუკი ქუჩის სტილის ნამდვილ ვარსკვლავად გაქცევთ. მთავარია სწორად დასვათ აქცენტები. Nina Ricci და Burberry არ ერიდებიან ერთფეროვნად გამოჩენას და პოდიუმზე გამოჰყავთ მოდელები ვარდისფერი კაბითა და ამავე ფერის ქურქით. Bally კი ბეწვს დიდი ზომის მაისურსა და სავარჯიშო შარვალს უხამებს ერთმანეთს.