მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში მონარქიული მმართველობა დიდი ხანია აღარ არის სახელმწიფოს უდიდესი პოლიტიკური ძალა, საზოგადოება სამეფო ოჯახების შესახებ ამბებით მუდამ ინტერესდება და მათი ყოველდღიური ცხოვრების დეტალებიც ძალიან მალე ვრცელდება: რა აცვიათ, რით იკვებებიან, ვინ უყვართ, ვინ სძულთ და სხვა... საინტერესოა, როგორ აცვიათ პატარა პრინცესებსა და პრინცებს ჩვენს საუკუნეში.
დიდი ბრიტანეთი - პრინცი ჯორიჯი და პრინცესა შარლოტა
ნებისმიერი იაფიანი კაბა, რომელშიც ქეით მიდლტონი საზოგადოებაში ჩნდება, მისი გამოჩენიდან ერთი საათის განმავლობაში ქრება მაღაზიებიდან, მისი შვილების ჩაცმულობაც დიდ გავლენას ახდენს ხალხის გემოვნებაზე და დედის მსგავსად მათი ტანსაცმლის მსგავსი სამოსიც ძალიან მალე იყიდება ბრიტანეთის მაღაზიებში.
შვედეთი - პრინცესა ესტელი
შვედეთის ხუთი წლის პრინცესა ესტელი ხშირად იცვამს თხელ კაბებს, მისი საყვარელი ფერებია: თეთრი, ცისფერი და ღია ყვითელი. მისი სამოსის მთავარი შემადგენელი ნაწილი კი თეთრი კოლგოტია.
ესპანეთი - პრინცესა სოფია და პრინცესა ლეონორი
ესპანეთის მეფისა და დედოფლის ქალიშვილებს შორის სხვაობა ერთი წელია, თუმცა ისინი ხშირად ტყუპებში ერევათ ხოლმე. გოგონების მშობლებიც ხშირად აცმევენ ხოლმე მათ ერთი სტილის ტანსაცმელს: ოფიციალურ მიღებებზე სოფია და ლეონორი არც თუ ისე იშვიათად ჩნდებიან ხოლმე ერთნაირ კაბებში, თუმცა განსხვავებული ფერებით.
მონაკო - პრინცი ჟაკი და პრინცესა გაბრიელა
მიუხედავად იმისა, რომ ჟაკი და პრინცესა გაბრიელა ტყუპები არიან მონაკოს მომავალ მმართველად მხოლოდ ჟაკი განიხილება, რადგან საკუთარ დაზე რამდენიმე წუთით ადრე დაიბადა. მათი მშობლები მეფე ალბერტ მეორე და დედოფალი შარლენი ცდილობენ ტყუპებს შორის განსხვავებას ხაზი არ გაუსვან და თითქმის ერთი სტილის ტანსაცმელს აცმევენ ხოლმე.
ნიდერლანდები - პრინცესა კატარინა-ამალია, ალექსია და არიანა
მეფე და დედოფალი დღესასწაულებზე გოგონებისთვის ერთნაირ კაბებს აკერინებენ, ოფიციალური ფოტოსესიებისთვის კი ისინი განსხვავებული ფერისა და ერთნაირი სტილის სამოსს იცვამენ.