მეგან ფოქსი Frederick's of Hollywood-ის შემოდგომა-ზამთრის 2017/18 წლის კოლექციის სარეკლამო კამპანიისთვის კვლავ გაშიშვლდა. „ტრანსფორმერების“ ვარსკვლავმა და „პლანეტის ყველაზე სექსუალურმა ქალმა“, როგორც მას მამაკაცების ავტორიტეტული ჟურნალები მოიხსენიებენ, ჟურნალისთვის ქალის თეთრეულით იპოზიორა.
ყოფილი მოდელმა ფოტოსესიაში იასამნისფერი კორსეტით, მაღალწელიანი წინდებითა და აჭიმებით, მაქმანებიანი ბადეებითა და ქალის გარდერობის სხვა მომხიბვლელი სამოსით მიიღო მონაწილეობა. სურათებზე მეგანის რამდენიმე ტატუს შემჩნევაც შესაძლებელია.
31 წლის ამერიკელი მსახიობი კომპანია Frederick's of Hollywood-ის აქციონერი, კრეატიული დირექტორი და მისი სახეა. გასული წლის აგვისტოში მან მესამე შვილი გააჩინა, რის შემდეგაც ძალიან მოკლე დროში მოახერხა ფორმაში ჩადგომა იმისთვის, რომ სარეკლამო კამპანიაში მიეღო მონაწილეობა. მეგანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გახდომის პროცესი არც თუ ისე მარტივი იყო, თუმცა დიდ დისტანციაზე სირბილმა, აქტიურმა ვარჯიშმა და ჯანსაღმა კვებამ მალე გამოიღო შედეგი.