ადამიანის გარეგნული იერსახე მნიშვნელოვნად გამოკვეთს ქალისა და მამაკაცის ხასიათის შტრიხებს. თუმცა, ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცებში ამის დადგენა უფრო მარტივია. თუ მაინც სირთულეს ვაწყდებით, დეტალები მნიშვნელოვნად გვეხმარება - მაგალითად ფერები. მუქი ფერის მოყვარულები საკუთარი ცხოვრების გასაჯაროებისკენ არ მიილტვიან. ისინი, კი ვინც ნათელ ფერებს ანიჭებენ უპირატესობას სამყაროს მიმართ გახსნილები და უფრო სოციალურები არიან.
ფართო პერანგები, სვიტერები, პიჯაკები თავისუფალ ხედვაზე და სიმსუბუქეზე მიუთითებს. ისინი უფრო მოდუნებულები არიან. ფართო სამოსის მიღმა ისინი თავიან მერყეობას მალავენ. ისინი კი ვინც სამოსით სხეულს გამოკვეთს, უფრო თავდაჯერებულები არიან, თუმცა არაა გამორიცხული საკუთარ თავს არაადეკვატურად აფასებდნენ.
მამაკაცები, რომლებიც მრავალშრიანი სამოსისკენ მიილტვიან: მანტოს ქვეშ პიჯაკს, ჯემპრს და პერანგს ატარებენ, ძალიან ტემპერამენტიანები არიან და ხასიათის ურთიერთგამომრიცხავი შტრიხები ახასიათებთ.
გადაჭარბებული სიკოხტავე და ფრთხილი არჩევანი თვითშეფასების პრობლემებს გამოკვეთს. ის ვინც გარეგნობაზე ზედმეტადაა ფოკუსირებული, სამყაროს ატყობინებს რომ "კარგადაა", თუმცა პირველ რიგში ამას საკუთარ თავს უნდა არწმუნებდეს.
წვრილმანები, რომელსაც მამაკაცი ყურადღებას აქცევს, საუკეთესო მასალაა მისი ხასიათის შესაფასებლად. რგოლები, ჯაჭვები, საკინძეები საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილების ნიშანია.
მამაკაცის გარდერობის მთავარი საინფორმაციო წყარო მისი ფეხსაცმელია.
ბათინკებს ირჩევენ ისინი, ვინც გამარჯვებებით შეპყრობილია არაა და თავდაჯერებულობა არ აკლია.
გაუწმენდავი ფეხსაცმელი მეტყველებს იმაზე, რომ მამაკაცი ღრუბლებში დაფრინავს და ან საკუთარ თავზე ფიქრობს ან საქმეზე.