ხანდახან, საყვარელ სერიალში და-ძმა პერსონაჟს შორის განსაკუთრებულ სიახლოვეს ვგრძნობთ, იმის მიუხედავადაც, რომ ვიცით, ცხოვრებაში ერთმანეთს არ ენათესავებიან. ყველასათვის საყვარელმა სერიალმა Game of Thrones დედმამიშვილების სიცოცხლეში მეგობრობა ტრენდად დაამკვიდრა. ზოგიერთი სატელევიზიო და-ძმას ცხოვრებაში სასიყვარულო ურთიერთობაც კი ჰქონდათ.
#1 სოფი ტერნერი და მეისი უილიამსი
Game of Thrones ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და პოპულარული სერიალია მსოფლიოში. სანსა და არია პირველი სეზონის შემდეგ ერთმანეთს გადაეკარგნენ, თუმცა ბოლო სეზონში კვლავ ერთად არიან. რეალურ ცხოვრებაში ეს ორი გოგონა სოციალურ ქსელებში ყველა საერთო ქმედებას აქვეყნებს და ყველასთვის ნათელია, რომ ერთმანეთზე გიჟდებიან.
#2 ნელ თაიგერი და დენ ჩარლზ ჩეპმანი
ეს ლანისტერები სერიალში უკვე გარდაცვლილები არიან. მათ გადაღებებს მიღმა სასიყვარულო ურთიერთობა წამოიწყეს. იქამდე, სანამ სერიალში მონაწილეობდნენ, გულშემატკივრების გაღიზიანება არ სურდათ და აფიშირებისგან თავს იკავებდნენ, თუმცა მას შემდეგ გრძნობების თამამად გამოხატვა დაიწყეს.
#3 სელენა გომესი და დევიდ ჰენრი
Disney’s Waverly’s Place-ში და-ძმის განსახიერებისას ყველამ იცოდა, რომ მსახიობებს რეალობაში ერთმანეთი მოსწონდათ. მათმა სიახლოვემ გადაღებებზე ბრწყინვალედ იმოქმედა. მათი ურთიერთობა იმდენად მტკიცე იყო, რომ ჰენრი სელენას ინსტაგრამის პირველი ისტორიის გმირი გახდა. სერიალის შემდეგ, ბიჭმა კარიერული განვითარება ვეღარ შეძლო, სელენა კი პლანეტის ყველაზე პოპულარულ გოგონად იქცა.
#4 ჯენსენ ეიკლსი და ჯარედ პადალეცკი
Supernatural-ის ძმები ინსტაგრამზე საერთო გართობის ამსახველ ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ: მოგზაურობენ, სეირნობენ ან უბრალოდ ეხუტებიან ერთმანეთს.
#5 კიტ ჰარინგტონი და რიჩარდ მედენი
მიუხედავად იმისა, რომ ჯონ სნოუ ნედ სტარკის შვილი არ აღმოჩნდა, აქამდე გულშემატკივრებს რობი მისი ბიძაშვილი ეგონათ. მსახიობები ხშირად ერთობიან ერთად და სასაცილო ფოტოებს დებენ.
#6 ლენა ჰედი და პიტერ დინკლეიჯი
ისევ ლანისტერები... ეკრანზე ეს და-ძმა ერთმანეთს ვერ იტანს, თუმცა ცხოვრებაში საკმაოდ ახლოს მეგობრობს. ტირიონის და სერსეის რეალური ურთიერთობა ყველასთვის მისაბაძი და მაგალითის მიმცემია.
#7 მაილს ჰეიზერი და მაე უიტმანი
13 reasons why-ის ვარსკვლავი მაილსი მაესთან ერთად სერიალ Parenthood-ში თამაშობს. ისინი ცხოვრებაში ოთახის მეზობლები გახდნენ და საერთო ტატუებიც კი გაიკეთეს.
#8 კორტნი კოქსი და დევიდ შვიმერი
"მეგობრების" გადაღებებზე მონიკას და როსს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდათ და იმდენად ახლოს იყვნენ, ყველას ეგონა მთელი სიცოცხლე ასე გაგრძელდებოდა, თუმცა სერიალის დამთავრებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მათი გზები გაიყო. კორტნი დაშორებას შვიმერს აბრალებდა.