"Dolce & Gabbana-მ სიყვარულის სადღეგრძელო შემოგვთავაზა"-წერს ამერიკული Vogue მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას მიერ შექმნილ დღესასწაულზე. იტალიური საკურორტო კოლექცია 90-იანების შავ კორსეტებს გულისხმობს. დიზაინერების თქმით, ბაზარზე ამის მოთხოვნა უკვე დიდი ხანია რაც არსებობს.
დიზაინერების ყურადღების ცენტრში მილენიალებიც მოექცნენ. ლოგიკურია: სწორედ ახალი თაობაა მოდის სახლის ყველაზე მთავარი მომხმარებელი. საიდუმლო შოუზე Dolce & Gabbana-მ ახალგაზრდა თაობის ცნობილი წარმომადგენლები გამოიყვანა.
ქემერონ დალასი და სონია ბენ ამარი
ტილან ბლონდო
ლედი ამელია უინძორი