"ვერსაჩეს" დამაარსებლის, ჯანი ვერსაჩეს გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა. დონატელა ვერსაჩემ მილანის მოდის კვირეულზე გამართული შოუ სწორედ ძმის ხსოვნას მიუძღვნა. შოუში მონაწილეობა თანამედროვე მოდელებმა მიიღეს: კენდალ ჯენერმა, დებმა ჰადიდებმა, ქენდის სვინპულმა და დოუთზენ კრუზმა. თუმცა, ჩვენების ფინალი საოცრად მასშტაბური და ყველასთვის მოულოდნელი გახდა: "ვერსაჩეს" შოუ 90-იანების სუპერმოდელებმა დახურეს. სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი, კლაუდია შიფერი, კარლა ბრუნი და ჰელენა კრისტენსენი თავმომწონედ დადგნენ პოდიუმზე და დაამტკიცეს, რომ ახალგაზრდა მოდელებს კვლავ აჯობეს.
მდიდრულ პრინტებთან ერთად, დიზაინერმა სამოსზე ჟურნალი "ვოგის" ყდებიც გამოიყენა.