ქართველმა მოდელმა თათია ახალაიამ მილანის მოდის კვირეულზე მიიღო მონაწილეობა. ის ახლახან ემილიო პუჩის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა. გთავაზობთ ექსკლუზიურ ფოტოებს შოუდან:
მილანში გამგზავრებამდე ქართველმა მოდელმა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზეც მიიღო მონაწილეობა. მან წარადგინა ისეთი დიზაინერების სამოსი, როგორებიც არიან ნარცისო როდრიგესი, ქეით სპედი (Kate Spade), ჯონათან სონდერსი (Jonathan Saunders for DVF), გრეი ჯეისონ ვუ (Grey Jason Wu).
შეგახსენებთ, რომ თათიამ 2017 წლის 7 ივლისს, ქალაქ პალერმოში გამართულ Dolce & Gabbana-ს ცნობილი ხაზის Alta Moda-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.
თათია ახალაია საერთაშოსისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look Georgia 2015-ის გამარჯვებული და “IC Model Management”-ის წარმატებული მოდელია.