მილანის მოდის კვირეული წარმატებით მიმდინარეობს. დილით, ბელა ჰადიდი და კაია გერბერი დანიშნულების ადგილას ერთნაირი იმიჯით გამოცხადდნენ. ორ ყველაზე მოთხოვნად მოდელს ლეოპარდის პრინტის შარვალი ემოსა. ზევით კი ორივემ შავ ფერს მიანიჭა უპირატესობა. ბელამ მხარი დახვეწილად მოიშიშვლა, სინდი კროუფორდის შვილმა კი მუსიკის სიყვარული გამოავლინა.
აღსანიშნავია, რომ გოგონებმა ამგვარი იმიჯი შემთხვევით არ მოირგეს. Prada-ს შოუზე ცხოველის პრინტით გაფორმებული სამოსი ბევრ მოდელს ეცვა.
გაზაფხული/ზაფხული18