ჯერემი სკოტის მორიგი სიგიჟე: მილანის მოდის კვირეულზე Moschino-ს დაუვიწყარი შოუ გაიმართა, რომელზეც მოდელებმა ყვავილების თაიგულის იმიჯი ან უბრალოდ ყვავილის ფორმა მოირგეს. დიზაინერმა სეზონის ყველაზე მოთხოვნადი მოდელები ყვავილებით მორთო. ჯერემი საკუთარი პოლიტიკის განვითარებას აგრძელებს - ირონიული და ხანდახან სარკაზმული. ამასთან, ის გრძნობს ბალანსს კომერციულ ნივთებსა და წარმატებულ სამოსს შორის.
საინტერესო იყო ჯოან სმოლსის იმიჯიც: მოდელს ვარდებისგან შემდგარი ქვედაბოლო ეცვა და მისი "ფესვებით" კისერი ჰქონდა მორთული.
თუმცა, კოლექცია ყვავილების პარალელურად, მეორე მიზეზითაც გახდა ეპატაჟური: ბალერინას ქვედაბოლოები და Little Ponny-ს ფეტიში.