იტალია სხვადასხვა გავლენას ახდენს ბელა ჰადიდსა და კენდალ ჯენერზე. მილანის მოდის კვირეულზე სანამ პირველი თამამ სამოსს ირჩევს, მეორე თბილად ჩაცმას ამჯობინებს. კენდალ ჯენერი პაპარაცებმა მაკიაჟის გარეშე დააფიქსირეს. მანქანიდან გამოსვლისას მოდელი მაქსიმალურად ცდილობდა სახე დაემალა, თუმცა მისი სამოსი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. კენდალმა კიმ კარდაშიანის ქმრის, საკუთარი სიძის მიერ შექმნილი სვიტერი და ფეხსაცმელი მოირგო. კეინი უესტის ბრენდი Yeezy საზოგადოების გაკვირვებას კვლავ განაგრძობს: ერთ-ერთმა მოთხოვნადმა სუპერმოდელმა გულშემატკივრები სწორედ მისი სამოსით შთააგონა.