მილანში Fendi-ის გაზაფხული-ზაფულის კოლექციის ჩვენება შედგა. შოუ 16 წლის კაია გერბერმა გახსნა. სინდი კროუფორდის ქალიშვილი ორ რამეში გვარწმუნებს: ის ერთპიროვნულად ხდება მოდის კვირეულების ყველაზე მოთხოვნადი მოდელი და მეორე: იტალიური მოდის სახლი მილენიალების თაობაზე აქცენტის გაკეთებას განაგრძობს. ეს ეტყობა არამხოლოდ მოდელების შემადგენლობას, არამედ დეტალებსაც: პერანგები, ქვედაბოლოები ლენტებით და შეღებილი თმა. შოუში მონაწილეობა დებმა ჰადიდებმა და კენდალ ჯენერმაც მიიღეს.