"ქეით მიდლტონის საქორწილო კაბის" გაგებისას ყველას Alexander McQueen-ის გრძელშლეიფიანი კაბა წარმოგვიდგება თვალწინ. თუმცა, ქეითს მეორე საქორწილო კაბაც ეცვა, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის.
როცა საჯარო დღესასწაული დასრულდა, მიდლტონმა ბუკინგემის სასახლისთვის უფრო "მოკრძალებული"კაბა მოირგო. მეორე კაბაც სარა ბარტონმა შექმნა Alexander McQueen-სთვის და მას ეფექტური ქამარი ამშვენებდა. მთლიან იმიჯს მოკლე, თბილი მოსაცმელი ავსებდა. სამეფო ქორწინების გამოფენამ სასახლეში ვიზიტორთა სრული რეკორდი მოხსნა.