დღეს დილიდან, ევროპის ქალაქებში, Balenciaga-ს მაღაზიის წინ დიდი რიგები დადგა. ხალხმა შეკრება მაღაზიის გახსნამდე 3 საათით ადრე დაიწყო. ყველასთვის ნაცნობია, რომ ქართველი დიზაინერი ისევე როგორც საკუთარ ბრენდში(Vetements), "ბალენსიაგაშიც" დიდ ყურადღებას აქცევს მამაკაცის სამოსს.
საქმე იმაშია, რომ დღეს გაყიდვაში დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ახალი ბოტასები Triple უნდა ჩაშვებულიყო, რომლებსაც დაანონსების შემდეგ, მოდის გამოცემები აქტიურად განიხილავდნენ. ზოგიერთმა მათგანმა სპორტულ ფეხსაცმელს "ძველმოდური ბოტასები" უწოდა და აღიარა, რომ ისინი კვლავ მოდაშია. 90-იანებით შთაგონებული ფეხსაცმელი 795 $ ღირს.