დიდი ბრიტანეთის სამეფო პროტოკოლი დრესკოდის მთელ რიგ წესებს ითვალისწინებს. ისინი ოჯახის ყველა წევრმა უნდა დაიცვას. მკაცრი კანონები ყველაფერს არეგულირებს: ქვედაბოლოს სიგრძიდან დაწყებული ტანისამოსის ფერით დამთავრებული. თუმცა ხანდახან ამ წესებს ზოგიერთი წევრი არ ემორჩილება, მთავარი "დამნაშავე" ქეით მიდლტონი ხდება. სტილსა და კანონების დაცვას შორის კემბრიჯის ჰერცოგინია მუდამ პირველს ირჩევს. შესაძლოა, ამის გამოც მოიპოვა მოდის კრიტიკოსების სიყვარული. წარმოგიდგენთ ქეითის 10 სამოსს, რომელიც სამეფო დრესკოდს არ შეესაბამება.
#1 გალა ვახშამი კანადაში ვიზიტის დროს
Thornton Bregazzi წითელი კაბა სიგრძით ნორმებს ითვალისწინებდა, თუმცა ჰერცოგინიას ლავიწებზე დიდ აქცენტს აკეთებდა, რაც სამეფო წესებს ეწინააღმდეგებოდა.
#2 ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი კონცერტი ლონდონში
გალა საღამოზე ქეითი Jenny Packham-ის კაბაში ბრწყინავდა. ჰერცოგინიას გულშემატკივრების აზრით ის დღის მთავარი ვარსკვლავი გახდა, თუმცა საღამოს კაბა სამეფო დრეს-კოდს დეკოლტის და მოქარგული ზურგის გამო არღვევდა.
#3 BAFTA 2017
სამეფო დრესკოდის ერთ-ერთი წესია: საღამოს წვეულებაზე მოშიშვლებული მხრებით არ უნდა გამოჩნდე, იმ შემთხვევაში თუ ხელებს გრძელი ხელთათმანით არ იფარავ. Alexander McQueen-ის კაბაზე ლამაზმანს ხელთათმანები არ ეკეთა.
#4 გალა საღამო მეტროპოლიტენის მუზეუმში
მორიგი შემთხვევა, როცა ქეითმა ხელთათმანების გარეშე მხრები მოიშიშვლა.
#5 ოფიციალური ვიზიტი კალგარიში
ყვითელი ფერის თავისუფალი კაბა საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ზაფხულისთვის, თუმცა ქეითი მის გამო უხერხულ სიტუაციაში რამდენჯერმე ჩავარდა. ქარის გამო, ქვედაბოლო რამდენჯერმე პრინცმაც კი დაუჭირა.
#6 ექსკურსია ინდოეთის კარიბჭესთან
მეორეჯერ Emilia Wickstead-ს კაბამ უმტყუნა.
#7 მოსწავლეებთან შეხვედრა უელსში
ქვედაბოლოს მინიმალური სიგრძე სამეფო დრესკოდით მუხლთან იწყება. თუმცა, ქეითს საკუთარი სწორი ფეხების დემონსტრირება უყვარს.
#8 ფილმ A Street Cat Named Bob-ის პრემიერაზე
ფილმის პრემიერის წითელი ხალიჩისთვის კაბა დიდი ჭრით არჩია. საზოგადოების ნაწილმა ჰერცოგინია ღია სამოსისთვის გააკრიტიკა, თუმცა მოდის კრიტიკოსებმა მისი მხარე დაიჭირეს.
#9 ტური კანადაში
Alexander McQueen-ის კაბა ქეითის ერთ-ერთ საუკეთესო ჩაცმულობად ითვლება, თუმცა მიდლტონმა გადაწყვიტა მუხლები არ დაეფარა.
#10 გამოფენაზე ნაციონალურ გალერეაში
Alexander McQueen-ის მორიგ კაბას დამაკმაყოფილებელი სიგრძე ჰქონდა, თუმცა ზედა ნაწილის ღრმა ჭრილი მონარქების ოჯახის პროტოკოლს ეწინააღმდეგება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სტილი ქეითის ფიგურას ძალიან უხდება.