სელენა გომესმა სპორტულ ბრენდთან Puma-სთან თანამშრომლობა დაიწყო. ინსტაგრამის ყველაზე პოპულარულმა გოგონამ ამის შესახებ ფოტოს გამოქვეყნებით განაცხადა. კონტრაქტის ოდენობა 30 მილიონი დოლარია.
"პუმამ სპორტი და მოდა გააერთიანა. გასაოცარია დააკვირდე მის გავლენას სტილსა და კულტურაზე. ბედნიერი ვარ, რომ მისი ნაწილი გავხდი და შევძლებთ რაღაც განსაკუთრებული შევქმნათ."-აცხადებს მომღერალი.
კომენტარი ბრენდის მთავარმა მენეჯერმაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ "პუმას" ღირებულებებს სელენაზე უკეთ ვერავინ წარმოადგენს: "სელენა უნიკალურია, მისი ნიჭიერება მრავალფეროვანი და შეუფასებელია. სწორედ სელენაა ის მოდელი, რომელსაც დღევანდელი მყიდველი ეძებს. ბოლო რამდენიმე დღეა სელენამ დაგვარწმუნა, თუ როგორი ძლიერია. ღიად ისაუბრა საკუთარ ჯანმრთელობის პრობლემებზე და გაგვიძლიერა რწმენა."-აცხადებს კომპანიის პრესრელიზში.
უკანასკნელი წლის განმავლობაში ბრენდთან ითანამშრომლა კაილი ჯენერმა, The Weeknd-მა, კარა დელევინმა და Big Sean-მა. გაზაფხულზე Puma-მ ჯეიზისთან კოლაბორაცია დაანონსა. 2017 წლის ბრწყინვალე გაყიდვებს ექსპერტები რიანას უკავშირებენ, რომელიც უკვე მეოთხე სეზონია Fenty x Puma-ზე მუშაობს და კოლექციებს მოდის კვირეულებზე წარადგენს.