მილანის მოდის კვირეული გრძელდება! "მე ბევრი რამ არ მსურს. მნიშვნელოვანია იყო გამეხედა უკან, წარსულში და დავფიქრებულიყავი რა მსურს ახლა!"-განაცხადა ფერეტიმ შოუს კულისებში. ბრენდის საგაზაფხულო კოლექცია ბოდეებმა, ბიკინიმ და თხელმა ნაჭრებმა შექმნა. Alberta Ferretti-ს თვალთახედვით, ზაფხული თავისუფლების პერიოდია, როცა წვეულებებზე საცურაო კოსტიუმით და სანდლებით გამჩნევენ. ჩვენებაზე ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ჯოან სმოლსი, კარლი კლოსი და ალესანდრა ამბროსიო გრაციოზულად გამოგვეგებნენ, მათ შორის ზოგიერთი ორი იმიჯით.