დიდი ხანია, რაც ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი საზოგადოების წინაშე ერთად არ გამოჩენილან. წყვილი საკუთარი საქმეებით დაკავდა და ერთად გამოსვლებისთვის ცოტა დროღა რჩებათ.
თუმცა, ვარსკვლავებმა NBC-ის წვეულებაზე დასწრება გადაწყვიტეს. მომღერალმა საღამოსთვის დევიდ კომას ელეგანტური კაბა და Giuseppe Zanotti-ის შავი ფეხსაცმელი არჩია.
შოუს შემდეგ ისინი რესტორანისკენ გაემართნენ: ბეისბოლის მოთამაშემ და მომღერალმა პაემნისთვის დასავლეთ ჰოლივუდში მდებარე რესტორანი არჩიეს.
წყვილი ერთმანეთს უკვე ნახევარი წელია რაც ხვდება და ახლა ნიუ-იორკში საერთო სახლის ყიდვას გეგმავენ.