მილანის მოდის კვირეულზე GUCCI-ს გაზაფხული ზაფხულის ახალი კოლექციის ჩვენება ახლახანს დასრულდა. ჩვენებაში ქართველმა მოდელმა მარიშა ურუშაძემ მიიღო მონაწილეობა. ქართული სააგენტოს "Look Modéls Managemént"-ის მოდელი პოდიუმზე GUCCI-ს ექსკლუზიური მოდელის სტატუსით გამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტულ მოდის კვირეულზე მოდელს არ აქვს უფლება სხვა ბრენდების ჩვენებებში მიიღოს მონაწილეობა. მარიშა მოდით არასდროს ყოფილა დაინტერესებული, მას პოდიუმზე მეტად სპორტი იტაცებდა და როგორც თვითონ ამბობს რომ არა სამოდელო სფერო ის აუცილებლად გაჰყვებოდა საცხენოსნო სპორტს. ძალიან უყვარს მოგზაურობა და დიდი სიამოვნებით იცხოვრებდა სხვადასხვა ქვეყანაში მცირე პერიოდებით. ვარცხნილობის გამო მეგობრება მას ხშირად მითიურ პერსონაჟს მედუზა გორგონასაც კი ადარებენ. მისი დევიზია - "არავინ არის იდეალური. ჩვენ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს და მათზე ვსწავლობთ, არავის განსჯის უფლება არ გვაქვს." მარიშა თავს ყველაზე კომფორტულად სპორტულ ფეხსაცმელში გრძნობს.
"გუჩის" ჩვენებაზე