1991 და 2017 წლის სუპერმოდელების იმიჯის შედარება: ნაომი კემპბელმა ბელა ჰადიდის კაბა ჩაიცვა Brandon Maxwell-ის შოუდან. ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრა შედგა, რომელსაც გალა-საღამოც მოჰყვა. ღონისძიებას ყოველწლიურად ბევრი ვარსკვლავი ესწრება. მათ შორის ნაომი კემბელიც, რომელმაც ელეგანტური შავი კაბით სტუმრების გაოცება მოახერხა. კაბა ბრენდის ჩვენებაზე ბელა ჰადიდმა წარმოადგინა. ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ თუ რომელ მოდელს უფრო უხდება ის.