"ახალი თაობის როკ-ვარსკვლავების გარედერობი" - ასე უწოდეს მოდის კრიტიკოსებმა ლონდონის მოდის კვირეულზე გამართულ ტომი ჰილფიგერის საოცარ შოუს. ჩვენების ადგილიც შემთხვევით არ არჩეულა: ის ლონდონის ლეფენდარულ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. კოლექციის თემატიკა და შოუს ფორმატი ლოკაციას ადკევატურად შეეფერებოდა. ბრენდმა შეიძლება ითქვას, პატივი სცა იმ მუსიკოსებს, რომლებიც ისეთ ბენდებში უკრავდნენ, როგორებიცაა: Soft Machine, Pink Floyd, The Doors, Rolling Stones, Led Zeppelin, The Incredible String Band... ტომი ჰილფიგერმა პოდიუმი როკ-მუსიკოსების თავშეყრად აქცია. არაა გასაკვირი, რომ შოუ ჯიჯი ჰადიდმა გახსნა. მან ცოტა ხნის წინ ამ ბრენდთან საერთო კოლექცია დაანონსა. მასთან ერთად პოდიუმზე ბელა და ანვერ ჰადიდებმაც გაიარეს.
ჯოან სმოლსი
პრესლი გერბერი
პოდიუმს მიღმა