ამერიკულმა ბრენდმა გამჭვირვალე მაისური გამოუშვა, რომელსაც მოქსოვილი მკლავები აქვს. სამოსი ბრენდის დიზაინერის, რაფ საიმონსის ახალი კოლექციის ნაწილი გახდა. კელვინ კლაინის კრეატიული დირექტორი გვირჩევს, რომ ის შიშველ სხეულზე ვატაროთ და ის განკუთვნილია როგორც კაცებისთვის, ისე ქალებისთვის. საიმონსი მხარს უჭერს იდეას, რომ ქალებს თეთრეულის გარეშე გარეთ გასვლის არ უნდა ეშინოდეთ. სიახლე მალევე გახდა ლიდერი გაყიდვებში, მისი ფასი 2159 $-ია.