ლონდონის მოდის კვირეული წარმატებით გრძელდება. მომავალი სეზონის კოლექცია ქართველმა დიზაინერმა დევიდ კომამაც წარმოადგინა. სხვებისგან განსხვავებით, Vogue მის კოლექციას დახვეწილს და თავშეკავებულს უწოდებს, იმდენად რამდენადაც ყველა ბრენდი დიდი ზომებისკენ და არაორდინალური ჭრილებისკენაა მიდრეკილი. "მე მოდას ხელოვნებად მივიჩნევ. ყოველთვის ვუგდებ ყურს ჩემს ინსტიქტებს და იმას, თუ რა სურს და რას გრძნობს "დევიდ კომას გოგო"-აცხადებს დიზაინერი კულისებში.
ყველასთვის ნათელი ხდება დიზაინერის გრაფიკული ფორმებისადმი სიყვარული, ფერებიც მკაცრია: წითელი, ცისფერი, შავი და თეთრი.