ჯენიფერ ენისტონი ერთ-ერთი ის მსახიობია, რომლის შემხედვარეც ფიქრობ, რომ დროის გაჩერება შესაძლებელია. "ვიტამინები, ვიტამინები, ვიტამინები!" აცხადებს მსახიობი ამერიკული Harper's Bazaar-ის ახალ ინტერვიუში. მე ბევრ ვიტამინებს ვიღებ და მოტყუებას არ ვაპირებ. ახლა ყოველდილით ვაშლის ძმარს ვიღებ. ენისტონი ასევე ჯანმრთელობის გაუმჯობესების ცენტრის გახსნას გეგმავს, სადაც კოსმეტოლოგიური მომსახურეობა, სპორტული ვარჯიშები, მედიტაცია და დიეტური საკვების კაფე იქნება გაერთიანებული - სამოთხე გოგონებისთვის.