წარბების ტრენდები დროთა განმავლობაში მუდამ იცვლება: 20-იანებში ზედმეტად წვრილი, 50-იანებში მერლინ მონროს იმიჯი, დღეს კი კარა დელევინის მსგავსი ბუნებრივი ხშირი წარბები იმკვიდრებს ადგილს. ზოგიერთი მოდელი გადაბმული წარბებითაც ცდილობს მოდაში დამკვიდრებას და იმის შთაბეჭდილებასაც კი ქმნიან, რომ სწორედ მათ შემოაქვთ მოდაში ერთი წარბი.
ყველაზე ცნობილი მათგან ორი მოდელია: სკარლეტ კოსტელო და სოფია ჰაჯიპანტელი. გოგონებს სილამაზის სტერეოტიპების მსხვრევა სურთ და ინსტაგრამზე საკუთარ სურათებს ჰეშთეგით UnibrowMovement ავრცელებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მათი მისამართით ნეგატიური კომენტარები ვრცელდება, მაინც ჯიუტად ცდილობენ "თანამედროვე ფრიდა კალოს" იმიჯის შენარჩუნებას.
სოფია ჰაჯიპანტელი
სკარლეტ კოსტელო