ბრიტანული მოდის სახლი Burberry ტრადიციის შენარჩუნებას აგრძელებს - ის მუდამ დღევანდელი დღით ცხოვრობს. ლონდონის მოდის კვირეულზე მან პოდიუმზე არა საგაზაფხულო, არამედ საშემოდგომო ქალისა და კაცის გაერთიანებული კოლექცია წარმოადგინა სახელად September show. შოუ ლონდონის ისტორიულ რაიონში, ისტორიულ შენობაში ჩატარდა.
ორგანიზატორებმა ორი სართული დაიკავეს. პირველი რიგის მთავარი გმირები ნაომი კემპბელი, ქეით მოდი და კარა დელევინი გახდნენ. პოდიუმის მთავარი მოვლენა კი ინგლისური კლასიკა და ქუჩის ჩაცმულობა გახდა.
კოლექციაში ბრენდისთვის დამახასიათებელ ყველა დეტალს შეატყობთ: ფერადი პრინტები, სპორტული სტილი თუ გრძელი სილუეტები. შოუს ერთ-ერთი მთავარი მოდელი კაია გერბერი გახდა. სინდი კროუფორდის შვილმა ნიუ-იორკის მოდის კვირეულიდან ლონდონში გადმოინაცვლა.