90/60/90 მხოლოდ ეს პარამეტრები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ წარმატებული მოდელი გახდე. სილამაზის გენეტიკური კოდი დედისგან ერგო. ღმერთმა მას, ერთდროულად, ჯილდოდ, ნიჭი და სილამაზე მისცა. მსოფლიო მოდის ბიზნესში ქართველი მოდელი პირველ ნაბიჯებს დგამს. უცხოეთში ყველაზე კონკურენტულ გზას წარმატებით და რაც ყველაზე მთავარია – დამოუკიდებლად გადის. ყოველდღიურად ბექსთეიჯს მიღმა არის ბევრი ემოცია, შიში, პასუხისმგებლობა, თუმცა ვერაფერი შეედრება გრძნობას, რომელსაც აღიარება და ხალხის სიყვარული ჰქვია. პირველად VICTORIA’S SECRET-ის ქასთინგის მონაწილე, ქართველი მოდელი გახდა. რუბრიკის სტუმარი თაკო ნაცვლიშვილი გახლავთ.
ის, რაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ ბავშვობიდან?
ძალიან თბილ ოჯახურ გარემოში გავიზარდე. ყველაზე ხშირად ბავშვობაში გატარებული საუკეთესო წლები მახსენდება. ჩვენი ოჯახური ტრადიციები და სადღესასწაულო წვეულებები. ბავშვობა – ეს არის დრო, რომელიც უკან აღარასოდეს ბრუნდება.
როგორი მოსწავლე იყო თაკო ნაცვლიშვილი?
ყველაზე მეტად ჩემს გონებაში პირველი სექტემბრის ემოცია ჭარბობს. სკოლაში, სწავლასთან ერთად, ადამიანური ურთიერთობები ვისწავლე. როგორც მასწავლებლები ამბობენ, საკმაოდ ბეჯითი მოსწავლე ვყოფილვარ.
როგორია თქვენი ურთიერთობა მშობლებთან?
მშობლებთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. რაც უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, ყოველთვის ვგრძნობ მათ თანადგომას. ხშირად გვიკამათია სხვადასხვა საკითხებზე, თუმცა ეს ჯანსაღია და ყველა ოჯახში ხდება. ჩემი ოჯახი ჩემთვის ერთიანობისა და სიძლიერის სიმბოლოა.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის სექტემბრის ნომერში...