ნიუ-იორკში საქველმოქმედო საღამო Diamond Ball გაიმართა, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია რაც რიანა მართავს. შემოქმედებითი საღამოს მთავარი გმირი ფოტოგრაფების და სტუმრების წინაშე Ralph & Russo-ს მდიდრულ შავ კაბაში იწონებდა თავს, ატლასის კორსეტითა და ასიმეტრიული ქვედაბოლოთი. 29 წლის ვარსკვლავს თმა გაშლილი ჰქონდა და მაკიაჟში აქცენტი თვალებზე გააკეთა.
საღამოს ყველაზე დასამახსოვრებელი სტუმრები ბიონსე და ჯეიზი გახდნენ. ცოლ-ქმრისთვის ეს გამოსვლა ტყუპების გაჩენის შემდეგ, ერთ-ერთი იშვიათი გამოჩენა იყო. მომღერალი ცდილობს მთელი თავისი დრო პატარა რუმის და სერს დაუთმოს. ბიონსესა და რიანას რამდენიმეწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. ბიონსემ საღამოსთვის სექსუალური სამოსი, ატლასის კაბა და ღრმა დეკოლტე არჩია.
საღამოს კიდევ ერთი ვარსკვლავი ემილი რატაკოვსკია. მოდელი ფოტოგრაფების წინაშე მოკრძალებული და მინიმალისტური სტილის კაბით გამოჩნდა. ამასთან, გოგონამ თავი ახალი ვარცხნილობით მოიწონა.
მარტა ჰანტი