The Girl With the dragon tattoo-ს ვარსკვლავმა პოპულარობა საკმაოდ ემოციური პროექტებით მოიპოვა. "ახლა ვცდილობ ამ დამოკიდებულებით ვიცხოვრო: "არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობენ სხვები. უნდა ვეცადო ჩემი თავის წინაშე ვიყო კარგი". ვარსკვლავი ამერიკულმა Vogue-მა ოქტომბრის ნომრისთვის გადაიღო. ლამაზმანმა გარეკანი დაამშვენა და საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავი ფოტოსესიით წარსდგა. ფოტოებზე, რომელიც ლეგენდარულმა ანე ლეიბოვიცმა გადაიღო, რუნის სიძლიერეს, დამოუკიდებლობას და ინდივიდუალურობას ვხედავთ. მარას ისეთი ბრენდები აცვია, როგორებიცაა Erdem, Oscar de la Renta, და Alexander McQueen.