ნიუ-იორკში დაარსებულმა თანამედროვე მოდის ხაზმა Theory, რომელიც ქალის და კაცის ტანისამოსს და აქსესუარებს ყიდის, ახალი კოლექციის სარეკლამო კამპანიისთვის ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი გადაიღო. კოლექცია საოფისე სტილს აერთიანებს და ქალის ძლიერ იმიჯს წარმოადგენს. კოსტიუმები და კაბები ძალაუფლებას უსიტყვოდ, მხოლოდ შეხედვით გამოხატავენ. სამოსის ყიდვა ოფიციალურ საიტზე www.theory.com-ზეა შესაძლებელი.