ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ყველაზე პოპულარული მოდელი კაია გერბერი გახდა. როგორც იქნა, პოდიუმზე სინდი კროუფორდის ქალიშვილის დებიუტი შედგა, რადგანაც კაია ცოტა ხნის წინ 16 წლის გახდა. გოგონამ თამამი ნაბიჯებით რამდენიმე შოუს მაყურებელი საოცრად მოხიბლა.
კაიამ 5 დიზაინერის პოდიუმზე გაიარა. ესენი: Calvin Klein, Fenty x Puma, Alexander Wang, Coach 1941 და Marc Jacobs. მათგან ერთ-ერთი, ვანგის ჩვენება გახსნა კიდეც. მისი მონდომება დადებითაც შეფასდა და კაია საყოველთაო აღტაცების საგანი გახდა.
#1 დებიუტი: Calvin Klein
#2 Fenty x Puma
#3 Coach 1941
#4 Alexander Wang
#5 Marc Jacobs
დედასთან ერთად