"ამერიკული კლასიკა, როგორც ცხოვრების წესი" - ასე უწოდეს მოდის კრიტიკოსებმა Ralph Lauren-ის ახალ კოლექციას ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე. რალფი არასდროს მალავდა, რომ ამერიკული კლასიკის პროპაგანდას ეწეოდა: "მისთვის ახდენილი ამერიკული ოცნება არამხოლოდ ლამაზი, პრიალა სურათია, არამედ რეალური ყოველდღიური ცხოვრება."
ამჯერად რალფმა მაყურებელი პირდაპირი მნიშვნელობით "თავისთან" მიიპატიჟა: საკუთარ ავტოფარეხში, სადა მისი რეტროავტომობილები ინახება და მსოფლიოში ერთ-ერთ ძვირადღირებულ მანქანების კოლექციად ითვლება.
მოდელებს ტყავის კომბინიზონები და აბრეშუმის კაბები მოარგო და დეფილეზე 30-იანი წლების მანქანების გვერდით გაატარა. რალფისთვის ეს არ ყოფილა სიმდიდრე, ეს ყოველდღიური ცხოვრების ასახვა იყო. ყოველთვის მსურდა ქალებს ჩემი კოლექციების მორგება რაც შეიძლება მალე მოსდომებოდათ.
ჩვენებაზე ბელა ჰადიდი, კენდალ ჯენერი და სინდი კროუფორდის ვაჟი პრესლი გერბერი იღებდნენ მონაწილეობას.
პრესლი გერბერი
ბელა ჰადიდი
კენდალ ჯენერი