ირინა შეიკი და დაკოტა ჯონსონი Intimissimi Inside and Out-ის სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს, სადაც ლამაზმანები ქალის თეთრეულს სამოსის ქვეშ არეკლამებენ.
Fifty Shades of Grey-ის ვარსკვლავი და სუპერმოდელი მარიო ტესტინოს ფოტოობიექტივის წინ პოზირებდნენ.
"მოდელების არჩევანი ნამდვილად შეუდარებელია. ასევე მომწონს იდეა, რომ თეთრეულის კოლექციას ჩაცმული ქალები წარმოადგენენ. მინდოდა წარმომეჩინა, თუ როგორ გამოიყურებიან ეს ქალები და როგორ გრძნობენ თავს იმ თეთრეულში, რომელიც სამოსში იმალება."-გვიზიარებს შთაბეჭდილებებს ლეგენდარული ფოტოგრაფი.
"სილამაზე შიგნიდან მოდის, ამიტომაც აუცილებელია სამოსის ქვეშ ლამაზები ვიყოთ"-ამატებს ირინა შეიკი.
ფოტოების გარდა, ლამაზმანები მოკლე ვიდეორგოლებშიც გადაიღეს.