წინა წელს, ცნობილი ბრენდის "ოსკარ დე ლარენტას" კრეატიულმა დირექტორებმა ლაურა კიმმა და ფერნანდო გარსიამ გადაწყვიტეს ჩარჩოები გაერღვიათ და ახალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია სწორედ ამის დასტური გახდა. პოპ-არტით შთაგონებული დიზაინი ფერების აფეთქებით, მოდური ჯინსით და გამჭვირვალე ქსოვილებით გამოირჩევა. დიზაინერების ახალი გამოწვევა გახდა ის, რომ ბრენდი უფრო ახალგაზრდული და ენერგიით სავსე ყოფილიყო. მათთვის ყოველდღიური გარდერობი - ეს კლასიკაა.