22 წლის მოდელი ჯიჯი ჰადიდი ძალიან მოთხოვნადი მოდელია და ახლა, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე თითქმის ყველა შოუში იღებს მონაწილეობას. ამჯერად კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამას ნამდვილად იმსახურებს. Anna Sui-ის კოლექციის წარდგენისას ჯიჯი არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა. მას პოდიუმზე ერთი ფეხსაცმლით გავლა მოუწია. სინამდვილეში რა მოხდა უცნობია, თუმცა მოდელმა პროფესიონალიზმი დაადასტურა.