ყველაფერი გენიალური მარტივია. სელენა გომესი ინსტაგრამზე გამომწერთა რიცხვის მიხედვით ყველაზე პოპულარული გოგონაა მსოფლიოში. მის პირად გვერდს 126 მილიონი ადამიანი მიყვება. მიუხედავად ამისა, სელენა მუდამ იცმევს ისე, რომ მისი იმიჯის გამეორება ნებისმიერ გოგონას შეეძლოს. სიახლოვე ხალხთან, მომხიბვლელი ემოციურობა და არანაირი მინიშნება ვარსკვლავობაზე: ესაა სელენას წარმატების საიდუმლო. წარმოგიდგენთ მარტივ ხერხებს იმისთვის, რომ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული გოგონას მაგალითზე ყველაზე მოდური გოგონა გავხდეთ:
#1 მინიმალიზმის სტილის კუბოკრული მანტო, თეთრი მაისური და ქუსლიანი ფეხსაცმელი - არაფერი უჩვეულო, თუმცა საბოლოო ჯამში საოცრად ელეგანტური
#2 შავი იმიჯი: მაღალწელიანი შარვალი, ტოპი და ტყავის ქურთუკი
#3 უბრალოდ თეთრი მაისური და შავი შარვალი - რატომ გამოიყურება ეს ასე მოდურად?
#4 სპორტული სტილი
#5 ჯინსის კომბინიზონი და ტოპი
#6 თეთრი მანტო და შავი ვიწრო შარვალი
#7 ქურთუკი ყვავილოვანი პრინტებით და ბამბის თხელი კაბა,ა სევე ყვავილებით
#8 ტყავის შარვალი და ფართო ჯემპრი - უბრალო იმიჯს სელენა ყოველთვის დახვეწილად აქცევს
#9 სპორტული შარვალი, ბოტასები და ჯინსის ქურთუკი
#10 ნაცრისფერი ნაცრისფერზე - თითქმის პირველი ლედის სტილი