კარლ ლაგერფელდი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ლეგენდარული დიზაინერია. "შანელის" კრეატიული დირექტორი ფოტოგრაფობასაც სერიოზულად ითავსებს. მეტიც, მისი ნამუშევრებით ბევრი წიგნია გაფორმებული. კარლმა ფოტოგრაფობის პროფესია 1980 წელს შეითავსა, როცა საკუთარი მოდის კამპანიების გადაღება დაიწყო და ამას დღემდე განაგრძობს.
ლაგერფელდი ბევრი მოდელის დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი პორტრეტის ავტორია. "კარლს განსაკუთრებული ხედვა აქვს, ის არ იღებს 300 ფოტოს. ის იღებს მხოლოდ 5-ს ან 6-ს. ზუსტად იცის რისი გადაღება სურს და ყოველთვის საუკეთესო კადრს იღებს. ამიტომაც, ადგილი არ აქვს სიურპრიზებს"-აცხადებს მისი კოლეგა ერიკ პფანდერი.
"ძალიან ხშირად, ციფრული კამერით გადაღებისასა კი, პირველ გადაღებულ კადრს ვტოვებთ. მეორედ გადაღება არ გამომდის, ამიტომაც ვფიქრობ, საინტერესოა არ გადაიღო 1000 ფოტო იმ მოლოდინით, რომ რომელიმე კარგი იქნება."-გულწრფელად ჰყვება კარლი-"დღეს ფოტოგრაფია ჩემი ცხოვრების ნაწილია. ვერ ვხედავ სიცოცხლეს ფოტოგრაფიული ხედვის გარეშე. მსოფლიოს და მოდას კამერის თვალით ვუყურებ, ეს კი ყოველდღიურ მუშაობის პროცესში კრიტიკულს მხდის."
#1 დორიან გრეის პორტრეტი
#2 ანა ევერსი, ჟურნალ Numéro-სთვის
#3
#4
#5
#6 არაბული "ვოგი" ბელა ჰადიდის მონაწილეობით
#7 კარა დელევინი და ლილი როუზ დეპი
#8 ამერიკული Harper's Bazaar
#9 კრისტენ სტიუარტის სარეკლამო კამპანია
#10