ჯიჯი ჰადიდი ახლა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე თითქმის ყველა წამყვან ჩვენებაში იღებს მონაწილეობას და უკვე მრავალფეროვანი იმიჯით შეძლო ჩვენი მოხიბვლა. აღსანიშნავია, რომ პაპარაცებმა 22 წლის მოდელი ქართველი დიზაინერის, თამუნა ინგოროყვას სამოსშიც დააფიქსირეს. ჯიჯის ინგოროყვას თეთრი კომბინიზონი ეცვა, რომელმაც ქამრის მეშვეობით მისი წელის ფორმა გამოკვეთა.