Alexander Wang-მა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ჩვენება ქუჩაში გამართა და ბრუკლინში ნამდვილი ფესტივალი მოაწყო. დღესასწაული შთამბეჭდავი აღმოჩნდა როგორც დამსწრე სტუმრებით, ასევე პოდიუმზე გამოსული სუპერმოდელებით. დიზაინერმა შოუ მაქსიმალურად მეტი ცნობილი მოდელით დატვირთა. ჩვენებაზე გადაღებული ფოტოები ინსტაგრამზე ჰეშთეგით #WANGFEST ვირუსივით გავრცელდა. მოდელები პოდიუმზე ავტობუსიდან ჩამოდიოდნენ.
სინდი კროუფორდის შვილის, კაია გერბერის დებიუტი პოდიუმზე ცოტა ხნის წინ, სწორედ ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში შედგა. ეს შოუ კი მისთვის მეორე აღმოჩნდა:
მოდელებს ახალი წლის შთამაგონებელი თმის აქსესუარები ეკეთათ:
კენდალ ჯენერი
ქენდის სვინპული
გრეის ელიზაბეტი
ვიქტორია სერეტი
ჯოან სმოლსი
პოდიუმს მიღმა: