ნიუ-იორკის მოდის კვირეული აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. Philipp Plein-ის 2018 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენება განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახდა, რადგანაც მასში ორმა სუპერმოდელმა, ირინა შეიკმა და ადრიანა ლიმამ მიიღეს მონაწილეობა. მშობიარობიდან ნახევარი წელიც კი არ გასულა და 31 წლის შეიკი უკვე ამტკიცებს, რომ პოდიუმისთვის კვლავ სექსუალური და საოცრად მიმზიდველია. ლამაზმანმა შავი მაისური და შავი კაბა მოირგო. კოლექცია ძირითადად მუქ ფერებში იყო გადაწყვეტილი და საკმაოდ ექსტრავაგანტური სტილის სამოსს აერთიანებდა.
ირინა შეიკი
ადრიანა ლიმა